პატარა ბიჭი ნაპოვნია


პატარა ბიჭი ჩაიკარგა მღვრიე ჭაობში,
ნარნარი შუქი სიმსუბუქით თავზე უვლიდა
ტირილი იწყო ,მაგრამ ღმერთი ახლოა მასთან,
მამა სპეტაკი,საკვირველი სიყვარულითა.

ხელი მოხვია, ეამბორა, ცისკენ გაუძღვა.
შვილს შეახვედრა, მოუყვანა დედა ხალისით
ის სიმძიმილში ფერმიხდილი იყო აქამდე
ახლა ახარებს ცრემლიანი ციცქნა თავისი.

(ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ)
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი