ბაღი სიყვარულისა


ბაღში წავედი მადლმოსილი ამ სიყვარულით
და მოვიხილე, არ მენახა ის რაც აროდეს.
ამართულ იყო ბაღის გულში წმინდა ტაძარი
და ყვავილები თამაშობდნენ, ბაღიც ხარობდა.

ეს იყო ჭიშკარს იქ ვერავინ ვერ იპოვიდა
ტაძარსაც კარი საგანგებოდ ჰქონდა დახშული.
მე შემოვბრუნდი სიყვარულის სათნო ბაღისკენ
მაგრამ ვიხილე არამარე შემოძარცვული.

და მიმოყრილი ყვავილები, სავსე საფლავი,
მერე ვიფიქრე უნდა იყოს სადმე ფილებიც
და შავ სამოსით შემოსილი წმინდა მამები,
ამო სურვილით, მწუხარებით დაოსილები.

(ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი