თირზას


კვლავ მიიქცევა,
ვინც აქ შობილა,
სხეული თიხად გარდაექმნება
აქ ლაღი ვდგები, დედიშობილა
რას უნდა გახდე სიკვდილო ჩემთან?
ადამის მოდგმა შიშისგან იშვა,
ზაფრა, ღალატით სული ეცლება.
გარდაცვალება, ძილით ეცვლება,
და ციდან ბედი ცვივა ცრემლებად.
ყურნი დამეხშო, ვერსად გავედი.
ფარისევლურად ამბორქცეული.
დედაო ჩემო, მყიფე სხეული,
და რა სასტიკი გული ჩამიდგი.
თუ თავს დამივლის შავ–მიწა მქისედ
და საიქიოს არ მომცემს შვებას.
სიკვდილით მიხსნა, ხომ ვიცი ქრისტემ:
რას უნდა გახდე სიკვდილო ჩემთან?

(ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი