ვეფხვი
ვეფხვო, შენს ტანზე გასაოცრად სხივი ჰფენს ხალებს და მთვარიანი ღამე კრთება ცეცხლის შეფრქვევით, თუ არ უკვდავი,ვინ ჩახედავს შენს მწარე თვალებს ამ შემზარავი სიმეტრიის ვინ არს შემქმნელი? სად, რომელ, ცაში აგიზგიზდა, ავარდა ცეცხლი შენი სიშმაგის, და ყველაფრის ალთამდებელი. გავეშებული ბედაური,ქარიშხლის ცხენი, ვინ დაიურვოს, ვინ იქნება ხელისმხლებელი? ან ოსტატობით როგორ ძერწა, როგორ დაგრიხა შენი ქედი და დაძარღვული მძლავრი თათები? შენი შემქმნელი კაცია თუ მხეცი ვიკითხავ, სიბრაზის სული,ნადირი თუ ყოვლის ამკლები? ან რა მისნური ხელოვნებით ,გაგაქანდაკა და გამოაწრთო შენი ტანი ჯაჭვი და რვალი? მაინც ვინ არის,ვისმა ხელმა გაგათამამა, რომელ ბრძმედიდან გამოხვედი ასეთი მძლავრი? ვარსკვლავთა გუნდს კი როს უჭირდა თვალის გახელა, სამოთხის ბოლოს დასვენება მკლავის ინება. თუ მოეწონა და გახედა თავის ნახელავს? კრავის შემქმნელმა მოგვივლინა შენი ქმნილება? ვეფხვო, შენს ტანზე გასაოცრად სხივი ჰფენს ხალებს და მთვარიანი ღამე კრთება ცეცხლის,შეფრქვევით, თუ არ უკვდავი,ვინ ჩახედავს შენს მწარე თვალებს ამ შემზარავი სიმეტრიის ვინ არს შემქმნელი? (ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მოხერხება უნდა ასე ცუდად თარმგნას, სხვა ლექსია ეს უკვე