აღმაშენებელი


აღმაშენებელი

დავით მეფეო,
 განა ტყვილად შეგარქვეს შენ აღმაშენებელი?
შენ ხარ ყოვლის მყრობელი და მბრძანებელი!
შენს დანახვაზე მტერს გული ეყრება,
ქართველს კი გული სიხარულით ევსება.
შენ ხარ ქართველის დიდება, რწმენა და იმედი.
შენ რომ არა, ამ პატარა საქართველოს ვინღა უპატრონებდა?
შენ ხომ საქართველო დიდად აქციე,
და დღეს კვლავ გიხმობენ, დავით მეფეო!
დღეს კვლავ გვჭირდები, დავით მეფეო!
ეს მწვანე მთები, შენ რომ ჯირითობდი, ისევ გელიან!
კვლავ  გიხმობს,ეს კავკასიონი, შენ რომ ასე ძალიან გიყვარდა!
კიდევ უნდა წყაროს ძველებურად რომ დაეწაფო
და კვლავ შენზე ლოცულობს ქართველი ერი.
შენი სახელის დავიწყება ვინა სთქვას, მეფეო?
შენი ამაგი ქართველებმა რითი გადაგიხადონ?
ქართველები დაგეძებენ და გნატრობენ,
მაგრამ იციან, რომ შენ მათთან ხარ -ყოველთვის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი