თავისუფლებას ესწრაფის ბევრი…


თავისუფლებას ეტრფოდა მუდამ ქართველი ერი…
თურმე იცავდნენ თავისუფლებას,  
ეწირებოდნენ კიდეც ხანჯლებით 
და თავისუფლების ძებნაში კვდებოდა ბევრი…
ახლაც იბრძვის ქართველი ერი,
მაგრამ ამჯერად უფრო მეტი მოღალატე აღმოუჩნდა ქვეყანას…
ახლაც იბრძვის საქართველო,
 ბოლო ამოსუნთქვამდე!
არც ახლა ძინავს მშვიდი ძილით ბევრ ადამიანს,
ბევრიც ისწრაფვის უწინდელივით თავისუფალი სიცოცხლისთვის…
ბევრიც არიან თავისუფლების ამომძირკველნი,
უწინაც სცადეს და ახლაც ცდილობენ…
დაე, მოგვკალით ილიას მსგავსად,
რადგან ჩვენ ადიდებულ მდინარეს ვგავართ,
რადგან ჩვენ ჩვენს კალაპოტში აღარ ვართ უკვე,
რადგან ჩვენ არ ვჩერდებით, მდინარესავით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი