მარტობას გამორევია დუმილი…


მარტობას გამორევია  დუმილი,
გამეფებულა დარდი…
დრო კი სადღაც გაშეშებულა,
წამით დედამიწაც შეჩერებულა,
მერე ისევ ამუშავეს…
სადღაც ადამიანის გულიც გაჩერებულა,
და ის კი ვერ აუმუშავებიათ,
ალბათ არ მოინდომეს, ან არ ეცადნენ…
მარტობას  გამორევია  დუმილი,
გამეფებულა დარდი…
ცრემლები კი სადღაც დამშრალა და აღარ ინებეს მოსვლა…
ხო, ცრემლებიც კი აღარ მოდიან…
სადღაც წვიმას აპირებდა, 
მაგრამ წვიმამ შეიბრალა უსახლკარო მარტოკაცი…
სადღაც მთებში ნისლი იყო,
ნისლში იყო, გახვევული ერთი კაცი…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი