სამშობლო
სამშობლო საფიცარია, სამშობლო ყველაფერია, სამშობლო წმინდაა, ბიბლიას მსგავსად. ამაზე ყველა ვთანხმდებით: ქურდიც, მორწმუნეც და ვაჭარიც. ვის როგორ უყვარს ქვეყანა? ამაში განსხვავდებიან ქურდიც, მორწმუნეც და ვაჭარიც. ზოგი მხდალია ძალზედ, ის კი არ იცის, რამხელა ძალა აქვს, როცა მასთან არიან სამშობლო და უფალი. ვის როგორ უყვარს ქვეყანა? ზოგს სამშობლოს სიყვარული სადღეგრძელოს თქმა გონია სამშობლოზე, მაგრამ ასე არ არის! სამშობლოს სიყვარული ლაპარაკი არ არის! ყველას ჰგონია, რომ უყვარს სამშობლო, მანამ, სანამ არ მოუწევთ არჩევა ხორცისა ან სულისა, მანამ, სანამ არ მოუწევთ დათმობა. მერე ვნახავთ, ვის უყვარდა სამშობლო: ქურდს, მორწმუნეს თუ ვაჭარს ალბათ ქურდს სამშობლო როგორ უნდა უყვარდეს? არა, ის რის ქურდია, თუ არ მოიპარა და მითვისა სხვისი წილი სამშობო? მორწმუნეს როგორ, როგორ უნდა უყვარდეს ქრისტეზე მეტად სამშობლო? ვაჭარი რის ვაჭარია, თუ ერთ გროშად არ გაყიდა სამშობლო?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი