ჩემი ნატვრა


არშეიძლება ცა გაიხსნას და ცას ჩამოყვეს ვაჟა?!
 ვესაუბრები ცოტა ხანს, ცხოვრების უკუღმართობაზე…
ალბათ  გამიგებს,
ალბათ კი არა ზუსტად ვიცი,რომ ის გამიგებს…
მერე კი ვეტყვი,
 როგორ მიყვარდა მისი იები და მისი ხედვა! 
ჩემზე რას ვეტყვი?!
 იმას ვეტყვი, რომ მოვიწყინე ამ ადამიანების გარემოცვაში და მე მასთან,ილიასთან და გალასთან მინდა…
 თვითონ რას მეტყვის?! 
ალბათ იტყვის: 
ჯერ მოიხადე ვალი ცხოვრების და მერე წამოდი, ჩვენ იქ ვიქნებით და ხელ გაშლილი დაგელოდებით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი