დაიღალა საქართველო…


ცა შეღებილა თალხის ფრად,
ცას დამჩნევია უცნაური სიმძიმილი,
ცა დუმს,
ვეღარ იღებს ხმას,
ვეღარ ჭექს,
ვეღარ წვიმს
და ვეღარც თოვს…
ვეღარ იტევს გული სევდას,
დაიღალა საქართველო
ანგელოზების გაფრენით…
დაიღალნენ პატარები
ნაადრევი გაფრენით…
აღარ გვინდა მწუხარება,
აღარ გვინდა კვლავ ვიხილოთ
ძაძები და შავ კუბოში
მწოლიარე, ფრთებმოჭრილი ანგელოზი…
დაიღალა საქართველო
ანგელოზების გაფრენით…
დაიღალნენ პატარები
ნაადრევი, უსამართლო გაფრენით…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი