სულ ერთი წამია ადამიანი!
მართლა წუთია წუთი სოფელი! მოტრიალდები და აღარ არის… უცბად შთანთქავს მიწა… უცდაბად გადაინაცვლებს ადამიანი თბილ საწოლიდან ცივ სამარეში…. ნუთუ ესაა, ყველას ხვედრი, ყველას ბედი და განაჩენი?! ერთი წამია დაბადებიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე… ეჰ, არიცი როდის, როდის წახვალ და დაიდებ ბინას ცივ სამარეში… ალბათ,შენს სხეულს გულცივი მატლები დაეუფლებიან… ნუთუ, ესა, მხოლოდ ცხოვრება?! მოიხედები და აღარ არის ადამიანი…. ალბათ, სიკვდილი იმისთვის მოუგონიათ, რომ ბოლოს მაინც ერთი გახდეს ყველა… ამიტომ, სიცოცხლეშივე უნდა გიყვარდეს! სიცოცხლეშივე უნდა იცოდე, იმისი ფასი! მერე ყოველთვის, ყველაფერი გვიანი არის… ან, რას გაიგებს მკვდარი შენს კვნესას?! ვერც შენ სიტყვა, მიყვარხარს ვერ გაიგებს მისი ყურები, და ეს სიტყვა მის გულს არ ჩაწვდება უწინდელივით, დადგება დრო და დადგება ჟამი, და მაშინ უკვე გვიან იქნება, რადგან უეცარი სიკვდილის შვილები ვართ ჩვენ, ყველანი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი