ეს საქართველოა!
ჩემი სამშობლო საქართველოა, აქ ყველაფერი სხვანაირია, აქ სულ სხვაგვარი ჰაერი არის… ცვრიან ბალახზე ფეხს რომ ვაბიჯებ, მაშინ ჩამესმის ყურში ძახილი: ეს საქართველოა! თუ მთებში ახვალ, დაუოკებელ სულს გაეცნობი და მაშინ იტყვი: ეს ჩემი სამშობლო საქართველოა! აქ ხომ ყველაფერს სხვა ელფერი აქვს და გაგაოცებთ ჩემი სამშობლოს ცვალებადობა. თუ ბარს ეწვევით, მზისგან დამწვარ ყურძენს იხილავთ, მთის მწვერვალზე კი დათოვლილ არე-მარესა… ეს ჩემი პატარა, ღვთიური საქართველოა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი