****


ფიქრი გამექცა სადღაც კოსმოსში,
ქაღალდი გამტაცა ვიღაცა ქარმა,
კალამი წავიდა სადღაც უფსკრულში…
მე კი დავეშვი თავქვე ნაპირზე
 და ავედევნე
გაქცეულ ფიქრს,
მოტაცებულ ქაღალდს,
გაქცეულ კალამს.
ბევრი ვეძებე, მაგრამ ამაოდ-
ვეღარ ვნახე, ვეღარ ვიპოვე…
და მათთან ერთად მეც დავიკარგე…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი