****


მე ვეტრფი ფურცელს,
ფურცელიც ჩემსავით მარტოსულია...
მხოლოდ ის მიგებს,
მხოლოდ მას ვუგებ…
მე ვუმსუბუქებ მარტობას თეთრ, ნათელ ფურცელს,
ისიც შემივსებს, შემიმსუბუქებს ნაწილობრივ სიმარტოვის დარდს…
მაგრამ მე მაინც ეული დავიარები ამ ქვეყანაზე…
არ მეგულება დედამიწის ზურგზე
ფურცელზე კარგი და ერთგული მეგობარი.
განა არ მინდა?
მაგრამ არ მეგულება…
ვწუხვარ და ვქრები ლამპის შუქივით შავ-ბნელ ღამეში,
და მხოლოდ ფურცელი მიფერადებს
შავ-ბნელ სამყაროს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი
TOP.GE