მინდა გადარჩეს ეს ჩემი სული…


მე მინდა ჩემი სული გადაურჩეს სამყაროს,
მინდა სული არ მივყიდო ეშმაკებს… 
მე მწადია ჩემს სულს მოვუფრთხილდე განძივით…
არ მინდა ჩემი სული ხორცთან ერთად გაიყიდოს ბაზარში,
მე მინდა, რომ ბოროტთ საკლავად ჩემი სიტყვა უშიშრად მოვფინო ხალხში!
მე არ მინდა მეშინოდეს რამის,
სურვილი მაქვს, რომ გადავდგა მთები, 
რომ ვარსკვლავი გამოვგლიჭო ზეცას.
მინდა შევძლო ყველაფერი კარგი,
და მე მინდა არ ვაკეთო ცუდი.
არ მინდა, რომ მე დავკარგო ღირსება,
არ მინდა, რომ დამიძახონ უღირსი,
და მე ვიცი, ზოგჯერ ხალხი ღირსეულსაც ამკობს ხოლმე უღირსად,
მაგრამ მე უფალთან უნდა ვიყო მართალი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი