ვინ გვიწესებს მავთულხლართებს?


ვინ გვიწესებს მავთულხლართებს?

ქართველი ქართველს სწირავდა,
ქართველი ქართველს იმეტებდა ტყვისთვის.
თუ არ გჯერათ, გადახედეთ ისტორიას,
გადახედეთ –
ვის მოუკლავს ერის განძი, ილია?
ვინ დახვრიტა, ჯავახიშვილი?

ტყვეობაში ჩავარდნილა ჩემი სამშობლო,
და მძევლად ჰყავს თვითონ ქართველს ქართველი…
ქართველი ქართველს არ ინდობს,
ისევ უწინდელივით ებრძვიან განათლებულ თაობას!

თუ ასეა, გადამალეთ წიგნები,
გადამალეთ, ძალიან გთხოვთ
კაცია-ადამიანი?!
გადამალეთ ჯაყოს ხიზნები,
თორემ იქნება, უწინდელივით აეკრძალოს
ამის წაკითხვა ქართველ კაცსა…
იქნებ მხოლოდ ზღაპრების წაკითხვის ნება დართონ!

ეჰ, რა ხდება?!
არა მკითხოთ…
ვინ აწესებს ამ კანონებს,
ვინ აწესებს მავთულხლართებს –
რუსეთი თუ ქართველი?
ვაი, რომ ორივე…
ვაი, ჩემო საფიქრალო…
ვაი, ჩემო სამშობლო,
ვის ხელში ხარ და ვინ გმართავს?!
წინათაც და ახლაც,
ყოველთვის შენიანი გიმეტებდა პირველი…

„ნუ იკითხავთ წიგნებს!
რა შუაშია წიგნებთან სამშობლოს სიყვარული?,,
დღეს ამას გეუბნებიან!
ნუ დაუგდებთ ყურს 
სულ ზეპირად დაისწავლეთ ჯაყოს ხიზნები!
იქნებ მერე უკეთ მიხვდეთ,
რას უძლებდა და რას უძლებს დღემდე
უწყინარი ქართველი…

ვინ ავლებს მავთულხლართებს?
ვინ აწესებს ამ კანონებს?!
მოღალატე, უწიგნური!

როგორ ბედავთ,
რომ თქვენ საერთოდ სიტყვას ჰკადრებთ ილიას შვილებს?!
არ გრცხვენიათ,
ქართველობას რომ ასე არცხვენთ?!
არ გრცხვენიათ,
რომ ქართველს ებრძვით სიმართლისთვის?!
არ გრცხვენიათ,
რომ ყიდით სახელს და გვარს გროშებისთვის?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი