საქართველოს ბედკრული შვილი, ილია…
მე იცით, უფრო რაზე ვდარდობ? იცით, უფრო რაზე ვფიქრობ? ილია რომ დღეს ცოცხალი ყოფილიყო, რა იქნებოდა მისი ბედი და განაჩენი? არა, არ მითხრათ, რომ ისევ მოკლავდნენ! არა, არ მითხრათ, რომ ისევ ბრძოლა დასჭირდებოდა! გთხოვ, არ მითხრათ… იქნებ მოვატყუო გონება, იქნებ დამიმშვიდდეს ფეთქვა გულისა… ასე უფრო მარტივია – მოიშორო ერის განძი, და მერე უფრო მარტივად გახრწნა ხალხი და დაიმონო მათი სულები… უფრო მარტივი ყოფილა თურმე… ხომ მარტივია ილიას მოკვლა, და რაღას იტყვით მისი კვალისა და სახელის წაშლაზე? ესეც ასე მარტივია, გგონიათ? მუდამ ცდილობდით სარეველას ამოძირკვას, და მის ადგილზე იზრდება ახალი… ვინ იცის, იქნებ ილიას უპოვნია ბაზალეთის ტბის ძირას, აკვანში მწოლიარე ყრმა… უპოვნია და, გთხოვთ, არ დაეკარგოთ… და მე მირჩევნია, მოვკვდე ილიას მსგავსად, ოღონდ თქვენსავით დამპალი არ მქონდეს სული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი