ფუკოს ქანქარასავით..
*** ფუკოს ქანქარასავით ჩემი ცნობიერების ფორმა ლექსებში დავტოვე... შემოდგომის უკანასკნელმა ფოთოლმა წაიღო ჩემგან სიხარული, მონანიება და პატიებაც... ამოვუშვი უწყვეტი ყვირილი, რომელსაც თანდათან გამოეყო გონიერი მეტყველებაც... სამყაროს უსასრულობაში ჩემი ფიქრით უკან დავიხიე. იქ დავდექი, სადაც თავდაპირველად ხმელეთი და წყალი გაითიშა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი