მადლობა ფრთებო..
მადლობა ფრთებო ყვირილი ძაფივით აღარ წყდება, მძაფრად ეხლება ხორხის კედლებს, როგორც მთებს ლოდი ჩამოსხლეტილი. მოცურავს ღამე და, და გადავყავარ ხმა-ბგერის მიღმა. თვალის ქუთუთო, როგორც აფრა მიიკეცება. გუშინ მთისხელა ნაღველი ვხარშე, იმისგან დამრჩა ორი პწკარი ჩაუქრობელი- ელვის ისარი ჩამოტეხილი. სიმღერა სულის სამოსელია. მას ჩემ ენაზე ფრთებსაც ვეძახი. ხრიოკ მიწაზე სხვა რა მინდა, მადლობა ფრთებო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი