ჩვენ ვერსად წავალთ..
ჩვენ ვერსად წავალთ რადგან ავადმყოფ მთვარესთან ჩავიმუხლეთ. მოტოვებულ ჭაში ამოსულ ხვიარასავით გვცივა. ძილ-ღვიძილს შუა ვირწევით და გვესიზმრება ცხოვრება გაბმულად. უწყვეტი. ჩვენი და სხვისი.. გვესმის ფრთხიალი ტკივილებით ჩამობინდულთა. ჩვენივე შიშის მოლეკულები ერთმანეთში გადავისროლეთ. უწესრიგოდ ვიწყებთ რხევებს. თიხაში ჩასვლის ბედნიერება კვლავ თიხამ იცის რადგან მხოლოდ იმან უწყის თუ როგორია ადამიანების ფსკერამდე დაშვება. როგორ ეწობა პური ღვინოს და მტრედი-ღრუბელს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი