რა თქვა მოსაუბრემ..
რა თქვა მოსაუბრემ. მაიკლ პალმერს ამ თვალებს მიღმა სიტყვებია, ამ სიტყვებს მიღმა მზეები. ამ მზეებს მიღმა შენ ხარ,- თქვა მოსაუბრემ. ამ ხმების მიღმა სიმღერაა, ამ გზების მიღმა კაცის ლანდი ამ კაცის მიღმა შენ ხარ- თქვა მოსაუბრემ. აქ ბალახები გაიფინება, აქ თოვლი მოვა ანარეკლებით. ის დაბადებას წინ გადაუსწრებს ის ცხოვრებამდე დაიბადება. კიდევ იცხოვრებს... და იმის მიღმა იქნება ფერი შემდეგ იქნება ნახატი, ტილო, ამის მიღმა შენ ხარ- თქვა მოსაუბრემ. საით იქნება სიყვარული, პირით ქარისკენ? საით იქნება შიშველი ბაგე. სად იქნება სიტყვა?! ამათ მიღმა ვარ მე და ხარ შენ მე- თქვა მოსაუბრემ.... დგება კაცი და სახლი ვეღარ გადაეფარა. ქუთუთოებმა მზე ასწიეს მშვიდ სილურჯეში... ოღონდ ერთხელაც ჩვენზე წინ, მკვდრები შეგვაშინებენ. შემდეგ და შემდეგ შეგვაშინებენ უკვე ცოცხლები. ჩვენი სისხლი ნავთობივით ღირებული სულაც არ არის, ჩვენ მას ვაწყალებთ და ასე მერე მისი ფასიც ხშირად ეცემა. 0, 5 % - ს პოეზია ესმის, ხოლო დანარჩენს ყველას- ცხოვრება. მიჰყვები ხმას, რომელიც ტოვებს ხმას და სანთლით მისდევ ვიდრე შობამდე. სველ ღრუბლებს იქით შენ მორჩილი ხარ, ყველა გიცნობს და არავინ გხვდება... აღარ გაენდო სიტყვას- რა თქვა მოსაუბრემ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი