დიდი ტყუილი..
დიდი ტყუილი მუდამ უკმაყოფილო ვართ, მე მომატყუეს. შენც მოგატყუეს, და ეს სამყაროც დიდი ტყუილია. თუ წინ წავალთ, სულ ამაოდ ვივლით. მეხსიერებამ დაგვტოვა ყველანი. რომ დაბრუნდეს, სიმართლე უნდა დავახვედროთ, ეს სამყარო კი დიდი ტყუილია მე შემიცდა ფეხი, შენ რომ დამხვდი, შენც შემოგიტყუეს აქ. მოგვცეს სიტყვები,რომ დაგველაგებინა. სხვადასხვა საგნებს ვახვედრებთ ერთურთს და იმაზე ვდარდობთ, რომ ყველანი ერთნაირ სიცრუეს ვთხზავთ. ვმეორდებით მუდმივად, სხვაგვარად არც იქნება. ჩვენ ყველანი ვიტყუებით და ეს სამყაროც დიდი ტყუილია. ჩვენი ჩრდილი დედამიწის სხვენში შრება, ჩვენი სხეულები ელიან ჩრდილად ქცევას. სიზმარივით ბოლომდე ვერ მიგვყავს, ჩვენი ცხოვრება, მუდამ წყვეტაა,მუდამ სურვილი იმისა, რომ გავაგრძელებთ. გავაგრძელებთ სიცოცხლეს, გარდაცვალებას, დაბადებას. პირფერობას,სიძულვილს, სიყვარულს, მუდმივად გავაგრძელებთ.. დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოვატყუებთ ღმერთს, დღეს თუ არა, ხვალ გამოვსწორდებით. სიმართლე მეხსიერების უკან დასაბრუნებელი გზაა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი