ბავშვობაში


***
ბავშვობაში, როცა დახუჭობანას ვთამაშობდი,
ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი.
მას შემდეგ არაფერი მსმენია
ჩემზე....
ვინაც ცხოვრება განმარტა,
მას არც სწყინს და არც უხარია.
ვინ დაგაჯერა ჩემო ფიქრო, რომ
არ გინახივარ?!
მძიმე პალტოს შიგნით
სულაც რომ არაფერი ვიყო,
ფართო შარას, მაინც გამოვყვებოდი
ჩემი სახელი ექოს მიღმიდან
რომ დამებრუნებინა.
მოსაბეზრებელია ამ თვალსაზრისით
საკუთარი თავის მოძიება,
მაგრამ პოეზია, ხომ თავის ძიებაა,
სხვა კი არაფერი...
იმ კაცის უეცარი გამოჩენაა
ხიფათიან გზაზე რომ არ დაიღუპა.....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი