* * *
*** მუსიკის ჰანგებით სავსე ჰაერში შენ ხარ ძვირფასი მლოცველი. ჩემი სევდა სამრეკლოსავით ელავს, მთვარის ძაფებში გამოხვეული. ლურჯ ღრუბლების უხმო სილურჯეში მთვარეზე უფრო მთვარე ხარ და ღამეზე უფრო ღამე. სევდა თვისება კი არა, წინაპარია, რომელიც არ ჩანს, მაგრამ შენს სისხლში მოძრაობს. უტყვია ბაგე და მეტყველია ლექსი, რომელიც მეხსიერებას ნაღვერდალივით ზემოდან დააყარე. ბაგის ნაცვლად აამეტყველე მთელი ტანის გაელვება, როგორც დამსხვრეული სარკე, ისე აამეტყველე. ბაგის ნაცვლად აამეტყველე თვალები. მათ რაც იციან ჯერ არ უნახავთ, ხელახლა ჩნდებიან აქამდელ ადამიანებში. როგორი თვითმდინარი და დენადია ხვალინდელი დღე მყისიერ დაბადებაში. ტკბილ- მწარე გემოთი. მთელი ცხოვრება ვფიქრობ, რასაც მეუბნები და ეს ისმის უკიდეგანოდ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი