კანას ქორწილი


კანას ქორწილი

მგონია მთვარეში ვწევარ
და ჩალისფერი ქარი
სიჩუმესავით მიღრმავდება.
და ჩემი უმწეობა, ისეთი
ყოვლისმომცველი ხდება,
რომ მე ყვირილს ვიწყებ.
ქვევიდან ღრმად ვისუნთქავ საფლავებს,
წარმოსახვებს,
მიწას...
და თეთრი თოვლივით ვაგროვებ,
როგორც ჩემს ყველაზე დიდ ძალმოსილებას,
ყველაზე დიდ ევერესტს.
რომელსაც ვერავინ მოადგება,
თუ მოადგა, ვერ გადალახავს.
მე ვფართოვდები,
და ჩემთან ერთად 
ღამეც ხდება უფრო აშკარა,
უფრო მოძრავი..
მე ვიმორებ ჩიტს,
რომელიც ჭიკჭიკისას ხედ იქცა,
თევზს, რომელსაც ფრთები
გამოესხა,
წყალს, რომელიც გადაიქცა ღვინოდ. 
ოღონდ თავისით,
დამოუკიდებლად
და ყოველგვარი მიზეზგარშე...
რომელსაც არ სჭირდება ქრისტე,
რადგან იცის,
რომ გარდაქმნა თავისთავში
იწყება.
და შინაგანად,
ცხოვრებაში ყოველი წამი 
კანას ქორწილია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი