არ ცოდნაში..


 არ ცოდნაში

ღმერთო, რა უზარმაზარია
შენი გამოცდილება,
რა უზარმაზარია ჩემი სევდა შენ გარეშე
და სიხარული შენთან ერთად.
მე გსწავლობ, მაგრამ მაინც
მიუდგომელი ხარ.
,
კაცი, რასაც ირჩევ იმდენი იცი.
მე კი, ვერც დაგძლიე,
ვერც ამირჩევიხარ.
,
წლები ქვებივით გარს შემოვიწყვე
და არცოდნის აკლდამა ავიგე.
არ მსურს გასვლა აქედან.
მინდა ვიყო დაბურული 
ამ ნისლიან არცოდნაში.
,
ათასი ცხოვრებიდან
ბოლომდე ერთიც ვერ შედგა.
ყველა მასწავლებელია
და არცერთი მოსწავლე.
,
ბუნებამ თითქოს დაბადებამდე
გადამადნო.
სინამდვილის არ მეჯერება.
სარკე ვერ ჩამიყოლებს ჟინმოსაკლავად.
ცრემლის ხმოვანებით ვატყდები
ქაღალდს.
სხეული არა, თავშესაფარში 
წლები დავიძველე.
,
მესიტყვე ნაპერწკალია
და სამიზნე სიზმრის.
გაკვესავს საგონებელში.
,
ჩემს ფიქრებში ხანდახან საერთოდ
არ ჩანხარ. 
მე ეს მახარებს.
ისევ თავიდან მელოდება
შენი ძებნის სიხარული.
,
მე ის კაცი ვარ, საკუთარ არსებაში,
რომ ჩავაღწიე
და იქიდანაც ამოვიძახე
შენი უსახელო სახელი.
ახლა გათავისუფლებ,
თან გეხორცები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი