ლურჯი ქვეყანა..


ლურჯი ქვეყანა

მომავლის ბავშვი
შუა ღამეს დაბრუნდა ვარსკვლავებიდან.
თან მოიყოლა
მტკივნეული, 
მძიმე სიტყვები.
დედამიწის სარკეში რომ ჩაიხედა,
 უნებლეთ ეს გაიფიქრა:

დროში შევცდი და სივრცეშიც,
შევცდი.
უკვე რთულია ამ სხეულით
რამე შევცვალო,
მაგრამ მაინც უნდა მახსოვდეს,
 რაც ჩემ სულს ახსოვს,
 ის მომავალი.
ამ თვალებს უკან
გარკვევით ჩანს ლურჯი ქვეყანა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი