* * *


***
ლექსში ყოველთვის არის საფრთხე
თავი შეგიყვარდეს.
მაგრამ არ არის საფრთხე
შეგძულდეს ვინმე...
ჰაერივით გაიშალე.
ხრიოკ უდაბნოს შენი ლექსის
სახელი დაარქვი.
იდუმალი ენის უსახელო
ბილიკებზე...
 შენი სხეულის
მინდვრებიდან რომ ამოდიხარ,
ეცადე,
გაუმხელელ ნაბიჯებზე მეტი
იყავი!
 არ შეიყვარო ლექსები შენი.
არ შეიყვარო შენსავ ლექსებში 
თავი შენი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი