* * *
💚 * * * მე ჭრილობიდან ამოვდივარ, დაძინებამდე სხვა სახე მქონდა, სხვა ცოდნა მივიღე, რომელიც ახლა ამ სამყაროს არ სჭირდება. თიხამდე სად ვიყავი? შესაძლებლობათა ველზე.. დასრულდა ქმნილება, მაგრამ შესაძლებლობა უცვლელი დარჩა. ჩემი სახიდან პლანეტები წვეთ-წვეთ გადმოდიან, განსაკუთრებით ღამით. ჰორიზონტის ერთი ბოლო ხელებით მიჭირავს, დავგრეხ, რათა მასზე ჯამბაზივით გავიარო. რაღაც რომ დასრულდეს, უნდა განმეორდეს. უკან ვუბრუნდები ბუნებას... ფრთებდაშვებული ხეები მზად არიან ცისკენ აიწიონ. სარკის სიღრმეში ის სინამდვილეა, რომელმაც შემაყოვნა. მრავალფეროვნებისთვის არ ვარ გაჩენილი, მე შენთვის მოვედი.. ჩემ პირველ სახლში სხვა ენაზე მღერიან, და იქ კაცნი ფრინველებს ჰგვანან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი