* * *
* * * სარკოფაგეთის გადაედო სიჩუმე იქ მყოფთ, ღამე– ლუსკუმი იმზირება ბეცი თვალებით. მე კი ისე ვარ, არაფრისგან არაფერს ვიყოფ. უცვლელიც გავხდი ამ მუდმივი გარდაცვალებით. მიიდრიკება გზა განგებით ნაკარნახევი, ემსგავსებიან ეს ფიქრები შემკრთალ ციერებს. წუთისოფელო, აქ წამომცდა შენი სახელი და მერე მივხვდი, რომ ვუხმობდი სიცარიელეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი