* * *


* * *
ხვალ წამოდგები და ყველაფერს მხრებით ატარებ,
საკუთარ სათქმელს გაუძღვები არსებითისკენ.
საგნებს ჩათვლემილთ, ახლა უნდათ გამოღვიძება,
რათა ჩვენ ისევ, ხელმეორედ არ დაგვისიზმრონ
და სამუდამოდ არ დაგვტოვონ სიკვდილის ბაღში.,
რომელმაც ყველას შეგვიცვალა გზა და მიზანი.
აქ ისევ მოვალთ, არაფერი გვემახსოვრება,
და ჩვენი ყოფნა მუდმივია, სულმთლად ახალი.
არაფერს ვიწყებთ- და არაფერს სად განვასრულებთ?
ფრინველის ფრთები აჟღერებენ ჰაერის ჰანგებს,
ჩვენ რომ დავკარგეთ, გაგვებნა ადრე.
აქ სამუდამოდ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ
მერე კი შეცვლა საკუთარი თავის დავიწყოთ.
საგნები მაინც შეგვცვლიან ერთ დროს.
და ერთმანეთზე ჩუმი ფიქრები.
როცა ყოველი გაცხადდება
ქარების თვალში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი