* * *


ეს სიკვდილები ჩუმად წავლენ

ეს სიკვდილები ჩუმად წავლენ...  
 
აქ არავინ დგას მიწაზე, ეს ილუზიაა თეთრი ფერის,
თუ ვინმე დგას, აყირავდება.

ჯერ კი საუზმე გველოდება და მას მივირთმევთ.
მერე წავალთ ისევ საუზმის  მისაღებად.

რამდენიმე სივრცე, რამდენიმე გზა,
რამდენიმე ჩასვლა და ამოსვლა ჩაუბრუნებლად.

ჩვენი ნაფლეთები მოუთოვია,
ჩვენი თოვლი მოსულა, ჩვენი თოვლი.

ყვირილი  ადამიანია და ის ყვირის,
ყვირილი კაცია ხორცშემოცლილი.

ჩვენი სიმღერები, ჩვენი ლოცვები,
და სერვიზები, მათი წკარუნი, როგორც ლოცვა.

არავინ გვიგრძნო და არავინ მიგვიძღვება წინ,
ერთადერთი თავი გვაბარია და კიდევ რაც უნდა გაგვახსენონ.

ჩვენი ქალაქი, ჩვენი სოფელი, ჩვენი ღელე.
ხსოვნა, ხსოვნა და არ ხსოვნა აფრენილების.

აფრენილები-  მოსიარულეთა ნაოცნებარი.
უეცრად რომ წამოვა კაცი, რომელიც დაფერთხეს.

აი, ის, რაც მე ვარ, რაც შენ იქნები, ანდა უკვე იყავი.
სამყარო შემოგვეყარა,  შემოგვყარეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი