* * *



ვდგავარ ფანჯარასთან
და ჰორიზონტს ჯოხივით
ვებჯინები.

არ გამომაცალონ ეს საყრდენი.

მე მეცნობა შენი გარსი
მდოგვისფერი.
 ჩემი ცხოვრების თასში
მთვარე მარილის მწიკვივით 
ჩაშლილა.
მე მახსოვს  ყველა მწუთხე სიზმარი.

ნერწყვივით ყელში გადამცდარა
სინანული,
ღამე ფორთოხლის  კანივით
მოშორდა სივრცეს.
სადღაც სანთელი იწვის,
 და საკმევლის საამო სურნელთან ერთად
დამწვარი ხორცის სუნიც შემოაქვს.

მე დანის პირზე ვწევარ.
ფანჯრიდან შემოსულ დილას ავირეკლავ
და კაციდან კაცში გადასულ სინამდვილეს
გაჩუმებას ვთხოვ.

ზეცის სახურავზე მოგონებები
  შიშველ ფეხებით  გადარბიან.

პატარა წამწამებით მიჭირავს ხსოვნა..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი