* * *
* * * წარმოუდგენელია იყო დიდი პოეტი და არაფერი გტკიოდეს. არ გტკიოდეს სული, არ გეწვოდეს ხორცი. ტკივილისგან არწივის ჭანგივით არ იყო მოხრილი. წარმოუდგენელია შენი ლექსებით ყველა ერთად მოიხიბლოს, თუ ასე ხდება, არ ხარ მაშინ დიდი პოეტი. ტექსტიდან ამომსხლტარ სინათლეს ლიბრ თვალებით ჩაფსკერავენ. ცხოვრების კორექტურა სულში გაგიჭრის ბინძურ ორმოს, რომელშიც შენ საკუთარ გვამსაც არ ჩააგდებ. არათუ იმას, რისთვისაც გამოხვედი, რისთვისაც კანი გამოიცვალე, ფერი აირიე, სახე გაითხიერე. გამოიარე არაერთი სამყარო, უსარგებლო, სარგებლიანი მთლიანი, დანაწევრებული. ღვთიური, უღმერთო, და როგორ არ გაოცდები, ნეტარებით არ დაისუსხები გაკვირვებისგან, როგორ სჭარბობ ყველაფერ იმაში, რაშიც ასე გულდასმით გაგასუფთავეს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი