* * *
იმედი, როგორც უცხო ფრინველი ქარისკენ მიდის. მთებს გადაუვლის, სხივს აიფარებს, ღრუბლების ზემოთ დატოვებს ხაზებს... ჩვენ გამოვდივართ ყრუ სახლებიდან და გადმოცვენილ უხმო ბგერებს ვკითხულობთ თვალის ნაკეცებს შორის, სადაც გულისთქმა გადამალული ამოიყვირებს ჩვენს თანხმიერ მოწყენილობას... რაღაც ისმის წვიმისმაგვარი, რაღაც ისმის ლოცვისმაგვარი, ამ ხეივნებში დამწყვდეული ჩვენი ჩურჩული, სახლებს ზემოდან გადაუვლის მხურვალე სუნთქვით... ერთი ყოველთვის სიზმარია, და ერთიც ცხადი. ჩემი მზერა კი ტოტებს შორის გაედინება და ეს ციმციმი, ლურჯი ციმციმი, მოგონებების ხმებს გამოსცემს ღიმილისა და ღრუბლების ფორმით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი