* * *


აი, ხმა, რომელმაც
ჩემგან გამოაღწია.
აი, ეს თოვლი,
მე მას ვახსოვარ.
ციდან- მიწაზე, როცა
ჩამოდის,
მუდამ მაფიქრებს,
სადღაც მაინც,
რომ გამიხსენეს.
ასე ვიზრდები მე 
ვარსკვლავამდე.
გამდინარე ხმების
ტრიალში,
დაკარგულია ჩემი სიმღერა,
ჩემი ღიმილი-
უშორესი თეთრი წერტილი
არავის სტკივა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი