საგნებმა ჩრდილები დაკარგეს


საგნებმა ჩრდილები დაჰკარგეს.
მოვლენებიდან თავი ვერ გამოყო სიკვდილმა.
ქვეყნის აღსასრულს  გადარჩენა 
ჰქვია.

ქუთუთოები ფარავენ წარმოსახვის  იდუმალ საწყისებს
ჩვენს ერთ-ერთ ფორმას ვაზიარეთ
უცხო ნისლები.

სახლი რომელიც არ გვახსოვს,
და წვიმა, რომელსაც ისევ ცა ითვისებს,
ვართ ჩვენ.
ცვალებად ღამეში,  ცვალებადი კაცი
ტკივილიანი ძახილით  სივრცეს მოუხმობს..

ყური დაუგდეთ ჩვენს ყოველ ამოსუნთქვას. 

თოლია წივის,
ზღვა ღელავს,
მეზღვაური  არ ჩანს...
სამტრედეში მტრედები არ არიან.
სამაგიეროდ ციდან  დაგვცქერიან ვარსკვლავები-
წინაპართა დაღლილი თვალები
ლურჯ სიმღერას მღერიან ჩვენთვის.

დაფრინავენ ქარები და  ივედრებიან...
გაბმით ვაწყდებით საკუთარ სხეულებს
და მოვლენებიდან ვერ გამოდის. სიკვდილი.

დროის ტანზე ჭაობია ან ოაზისი
და ჩვენ მათ უკან ჰაერს ვაჩერებთ.

წვერწამახულ ბედზე მთელი ცხოვრება ჩამოავახიეთ
და სისხლი ფრიალებს წითელ პერანგივით.
საფლავებს შორის დავდივართ 
ყრუ ტკივილებით...

წარმოსახვაში მაინც
ყოველ ჯერზე, ჩვენ ახალი ხსნა გვჭირდება,
ახალი ღმერთი...

უკანასკნელ აღდგომამადე გაფაციცებით დაველოდებით
გაფართოებული ციდან წამოსულ
მორკალულ ელვას,
აღდგომამდე...

ასეთი იქნება ჩვენი სინამდვილის
კეთილი ბოლო-
დღესასწაული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი