მე ყოველ ჯერზე ადამიანი ვიყავი..
*** მე ყოველ ჯერზე ადამიანი ვიყავი, მაშინაც, როცა კურდღელივით აცახცახებული გავრბოდი ამ სამყაროდან და მაშინაც, როცა მგელივით შეუვალი და პირდაპირი ისევ აქეთ მოვუყვებოდი მის ბილიკებს. ყველგან ადამიანი იყო მიზეზი და ადამიანისგან დამდგარი შედეგი სუფევდა ირგვლივ. ანუ ადამიანი, თითქოს საბოლოოდ საკუთარ თავშივე გამოეთხოვა, ისევ ადამიანს. მეც, რადგან საჭირო იყო, გავხდი ბოლომდე პრაქტიკული ბოლომდე სასტიკი, ბოლომდე უსიყვარულო, ბოლომდე ცივი, როგორიც თანამედროვე ცხოვრებას შეეფერებოდა., ერთი სიტყვით, თანამედროვე კაცი გავხდი. თითქოს ყველა გზა დაიკარგა, ყველა სიტყვამ თავისი შინამო გახსნა, ყველა ბაგემ ხმამაღლა ამოთქვა საიდუმლო, და ბგერებს ამოყვა მარტომყოფი პოეტის უნაპირო სევდა, რომელმაც მინდვრებში ცვარი შეცვალა, ცაში ვარსკვლავები. და ქალაქებში ავტომობილების, თუ მატარებლების გაბმული შეკივლება. ვერ ვიტყვი სად ვიდექი, ან რაში ავივსე და გამოვილიე. არ ვიყავი სიძულვილში, არც სიყვარულში, არც გრძელი დღისა და გრძელი ღამის გასაყარზე ვყოფილვარ, ადამიანურ თავისუფლებასა და სივიწროვეში. ხმა რომელიც მომესმა, უკვე პასუხი იყო. სად დაიკარგა ჩემი კითხვა, რომელიც არსად გამოსახულა.?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი