სამყაროს შეყრის ჟამი..


* * * 

სამყაროთა შეყრის ჟამი,
როცა დადგება.
გადაეხიდე ჩემს ფიქრებს
ღამევ
და ლაჟვარდებში გაახმიანე
ჩემი გულის უთქმელი
სიტყვა,
ეს სულ ერთია,
წვიმა იტირებს,
თუ ფიჭვების დაწნული მწკრივი.
სამყარო ერთხელ უნდა გაიხსნას.
თუ გასვლა გინდა,
დახურვამდე უნდა შეასწრო
შენ სახელს ქარი მუდამ აღარ
ამოიყვირებს.
რაც ახლა მახსოვს ყველაფერი კი 
არ მინახავს...
ეს სულ ერთია,
სარკის სიღრმიდან ამოგხედავ,
თუ ყვავილების ყვითელ გულიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი