ახლა ის დროა .


ახლა ის დროა, 
(რადგან ირგვლივ კაცი არ არის,)
მღელვარე ფიქრი წაიკითხოს მხოლოდ
ჰაერმა.
მინდა ნაკადულს გადავხადო თხელი საბანი
და მოწკრიალე თეთრ კენჭების
სიმღერა გავთქვა. 
ჩემი ამბავი, სადღაც მიაქვს პატარა
ბავშვს, ნაპერწკალივით,
რომ ანათებს ღამის წკვარამში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი