მთები


***

მთები.
წეროების მწკრივი
უხილავ ცასთან...
 შემოიცილა სივრცემ ყვირილი.
ჩამოიცალა ქვიშის საათი.
ჩამთავრდა დღე...
გასაფანტავი არაფერია...
ქარიც არ ჩანს...
სადღაც ზევიდან ვარდები
ცხადზე და სიზმარზე...
ვარდნა უსწრაფესი.
შემდეგ ღიაობა,
ისევ ვარდნა.
ისევ ღიაობა...
გაურკვეველი
 აჩქარება
და უშედეგო ლოდინის მიზეზი.
თვალები- სავსე ცით,
მკვდარი და ცოცხალი,
როგორც ერთიანი
 კითხვა - პასუხი.
კიდევ უამრავი სხვა რამ...
ხილვა, როგორც ძალისხმევა
და გასაღები...
ნისლი ისევ ირჩევს გარინდებას,
მაგრამ გადადის...
მისი დგომაც ვარაუდია...
თითქოს მოგვბაძა.
კედლები, კედლები,
ჰაერი, რომელიც გატანილია
და ექო, რომელიც გვადევს.
ამაზე სხვა დროს,
სხვა სიმკვეთრეში
 ერთხელ....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი