მინდა მოგიყვე..
მინდა მოგიყვე, რაც შემოდგომამ ოლეანდრებს დაუმალა. მანამდე თვალებს ჩამოგაპკურებ და მზად იქნები გაიხარო ქვიშიან უდაბნოშიც., სადაც მგზავრები სხეულებს იხვეწებიან. არავინ ბრუნდება, არავის ემშვიდობებიან .. ჩემი თვალის ერთი უპე იალქანივით იბერება, ხოლო მეორე უკიდეგანოდ იფლობა ჩემში და დაუკითხავად მიკვლევს. უსასრულოდან ამოხაპულ ჩემ თავს შიშით ვუცქერი, და მეჩვენება ისე, როგორც სინამდვილეში ის არ არის. ქვა კი არა ვარ, ზღვის ფსკერიდან რომ ამოვხოხდე და მერე გავიყინო. ვანუგეშებ ჩემ თავს: ეს არაბუნებრივი ჩემი ცხოვრება არ დასრულდება. ამდენი ჩრდილი, რომელიც მტევანივით ჩემს არსებაში ჩავიწურე, სულაც არაა უწონადო. ჩემი ცრემლებიც ხანიერია, ყვირილიც უფრო უხსოვარი დროიდან ჩამასხეს შიგანში. ბინდი, რომელიც ჩემზე უხილავია მიიპარება სოფლიდან. გაყუჩებულა ცა და ხმელეთი, რათა სურვილი საუბრისა, ისევ მე გამიჩნდეს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი