მე დავარღვიე..


* * *
მე დავარღვიე პიროვნული
ზღვარი,
გადავცურე ადამიანი,
დავტოვე ღმერთი...

ელვის გულში დამწვარი ფოთოლი
შენი მოუსვლელობაა.
ვარდების სიმხურვალე გაზაფხულის ენით
მელაპარაკება.

თითოეული ხენეში ნაყოფიც
ნიჟარასავით შრიალებს,
და სიცოცხლე, რომელსაც ჩემს ენაზე
ნაცარი ჰქვია,
ბრმა ცისკრის თვალში დაგროვილა მიმოსაფანტად,
მოხეტიალე ქარების ხელით.

ვინაც გადარჩა ცოცხალი - მოკვდება.
ის ვინც მკვდარია- სივრცეში გამყვა სიცოცხლისაკენ.

ვარსკვლავთა ქვიშაზე დამჩნეული ნატერფალი,
ჩემი ხორცადყოფნის
გამართლება ყოფილა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი