შენს თვალებში იჭექებს..
* * * შენს თვალებში იჭექებს, მოულოდნელად იწვიმებს კიდეც. მე კი შეშინებული, შენი წამწამების ცას შევეფარები, ელვაში შევირბენ. ტანში ვიგრძნობ ჩხვლეტას, ლერწამივით გადავხრი შენკენ ღამეს. იქიდან, საიდანაც ფეხის ხმა ძლიერდება, ნაყოფი მწიფს, და აკვანივით ირწევა გზა, სიტყვის მდინარე ფართოვდება, სიტყვის მდინარე ფართოვდება, სიტყვის მდინარე ფართოვდება და თმას უვარცხნის ღრუბლებს. ჩემი ნათლის გულიდან ამოვისვრი აღტაცებას, მაღლა დავკიდებ ფრთაგაშლილი ორბივით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი