ჩემი სიტყვის დასაწყისო


***

ჩემი სიტყვის დასაწყისო,
ჩემი არსების დასაწყისთან
როცა მიდიხარ,
 მთელი ქალაქის სიმძიმე მაწევს,
მთელი სამყაროს სიმცდარე მტკივა.
უხანგრძლივესი დროის სევდა,
მიმაქვს და მომაქვს.
ის რომ მომშორდეს,
მე თავისუფლად ამოვისუნთქებ,
დრო და ადგილი შემეცვლება...
ეს ჩემი სახე, თითქოს
სხივთა სადინარია.
მასში იღვრება მზის ყველა წვეთი.
ჩემს მომავალში, ისე ვდგავარ,
როგორც ხმების ლურჯი ნათება.
 ნაბიჯებიდან ამოვდივარ
დასანახისთვის  გაღწეული
ანაბეჭდივით,
 სადაც შედიხარ, კარიბჭესავით
იქ, გაგეხსნას ჩემი თვალები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი