გაქრობა ორნაირია..
💚 * * * გაქრობა ორნაირია. შენს ნამყოფზე არაფერი რჩება,ან ფერფლს ატრიალებს შენსას არსობის ქარი. სიცოცხლე სრულდება, სიკვდილი მუდმივი გაგრძელებაა. როგორც ედგარ პო წერდა მოთხრობებს უხალისოდ, მეც ასე უხალისოდ ვეგებები ყოველი დილის გათენებას, პოს ამ უხალისოდ შექმნილმა ნაწერებმა მოუტანეს უკვდავება. დილავ, არ მინდა ეს უკვდავება, თავად დაიტოვე. მე ვარ ჩემივე თავის პერსონაჟი, მხოლოდ იმის ანარეკლი, რასაც ვშორდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი