უოლტ უიტმენი - შენს წრფელ სიმღერას
შენს წრფელ სიმღერას შენს წრფელ სიმღერას ჩრდილოეთის უდაბნოეთში. მე განსასჯელად დავიტოვებ ჩიტო ეულო. გამყივან ქარებს ჩემს ღიმილში დავასადგურებ, უმკაცრეს ღამეს, მისუსტებულ მაჯისცემას, ფიქრების დელტას, შეჭირხლულ თმას და უნაპირო, უფხო იმედებს, ზამთრის საკანში გამომწყვდეულ -ჩემსავ სიბერეს. (როგორი ცივი დღე მესტუმრა უეცრად, უცებ. ეულო ჩიტო, სამარადისო რწმენა მიბოძე. მინდა ვუმღერო ჩემს გატანჯულ ყმაწვილკაცობას, მე ვაქებ ახლა ზაფხულის სითბოს და ტალღების ჩქერალთა ტორტმანს. ამ ყინულეთში მოქცეული ვდგავარ სრულიად უმოძრაო, რათა ჰაერში დავარწიო ღრუბლების სიტყვა. და მთელი გულით ვიმღერო შენთვის. უოლტ უიტმენი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი