მაია ენჯელოუ - უარყოფა..


უარყოფა

უსაყვარლესო,

რომელ უთარიღო დროში

შეგხვდები ისევ,

როდის ვიგემებ შენს ტუჩებს,

ფართო ხელებს

და როხროხა სიცილს,

სხვა უსაზღვრო სიტკბოებას

მე რომ მიყვარდა.

უცხო ქვეყანაში თუ შევხვდებით

ერთმანეთს,

გვაძლევს რაიმე ამის საბაბს,

სულ მცირე მიზეზს?

ჩემი სხეულის უნაპირობა

მაიმედებს მე

და ვამტკიცებ,

მოულოდნელად

შევხვდებით ისევ.

ამ იმედის გარეშე

არ ვაპირებ

და

ვერც შევძლებ სიკვდილს.

მაია ენჯელოუ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი