უოლტ უიტმენი - გეძინა ღამით მაღლა ცაში


გეძინა ღამით მაღლა ცაში ქარიშხლის მკერდზე.
რომ გაიღვიძე, კვლავ გაშალე ლამაზი ფრთები.
შენი ირაო წარმტაცია ქარბუქზე მაღლა, მაღლა აჭრილო. 
შენ იმორჩილებ ზეციურ ნათელს,  შენი აკვანიც
იქ ირწევა  სიმყუდროვეში.
იმ ღამის მერე შორეულ ზღვაში ჩაიშალა  ფხვიერი მიწა,
სულ ერთ წამში შთანთქეს ტალღებმა.
შემდეგ ლამაზად გამოიდარა. 
ჰოი, როგორ  ჭვირვალ ჰაერს უმზერდა თვალი,
როდესაც ზღვაში წამომელანდე.
იმისთვის გაჩნდი ამ გრიგალებს რომ შეეჭიდო.
ეს  ზღვა  და ქარი და ჰაერიც დაიმორჩილო.
ცის ხომალდი ხარ, შენი აფრაც  ივსება ქარით.
ჰა,  აიქროლე და გაჰკვეთე ღრუბელთა ტევრი.
შენ ჩემი სული რომ მოგართვა ლაღო  ფრინველო,
თუ წარმოიდგენ რა სიხარულს გაგიჩენ გულში?!..

უოლტ უიტმენი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი