ზაალ ჯალაღონია - ფოტო

ზაალ ჯალაღონია

პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატორი

0 18

რონ პეჯეტი - წყალი ეცემა


წყალი ეცემა

წყალი ეცემა კრიალა
ჰაერიდან.
პატარა გოგოს მხრებზე
უეცრად გადმოცვენილ თმასავით.
წყალი ეცემა.
ასფალტზე გუბეები დგება,
ჭუჭყიან სარკეებში კი ღრუბლები
და სახლები ჩანან.
წვეთავს ჩემი სახლის ჭერიდანაც
ასველებს ჩემ თმას და დედასაც
ასველებს.
აქ მას ხალხი წვიმას
ეძახის.

რონ პეჯეტი
კომენტარები (0)